წესები და პირობები
ბოლო განახლება: 2025 წლის 26 აგვისტო
1. ზოგადი პირობები
1.1. ვებსაიტი Padel Gldani (შემდგომში – „საიტი“) წარმოადგენს ონლაინ პლატფორმას, რომლის მეშვეობითაც შესაძლებელია პადელის კორტის დაჯავშნა.
1.2. საიტის მფლობელი და ოპერატორია პადელ გრუპი ს/ნ 400398645, ილია ვეკუას 56.
1.3. საიტის გამოყენებით, მომხმარებელი ეთანხმება მოცემულ წესებსა და პირობებს სრულად.
2. მომსახურება
2.1. საიტი უზრუნველყოფს პადელის კორტის ონლაინ დაჯავშნის შესაძლებლობას წინასწარი გადახდის საფუძველზე.
2.2. მომსახურების მიზანია მომხმარებელს მისცეს შესაძლებლობა, წინასწარ დაჯავშნოს კორტი მითითებულ თარიღსა და დროს.
3. ჯავშნისა და გადახდის პირობები
3.1. ჯავშნის დასადასტურებლად აუცილებელია სრული თანხის გადახდა ონლაინ პლატფორმის მეშვეობით.
3.2. გადახდის შესრულების შემდეგ ჯავშანი ითვლება დადასტურებულად.
3.3. გადახდილი თანხა, როგორც წესი, არ ექვემდებარება დაბრუნებას.
თუმცა, თუ ჯავშანი გაუქმებულია დაგეგმილ დრომდე არანაკლებ 24 საათითადრე, გადახდილი თანხა მომხმარებელს დაუბრუნდება ბალანსის სახით, როგორც ერთჯერადი საკრედიტო კოდი (ვაუჩერი).
აღნიშნული კოდი გამოიყენება მხოლოდ მომდევნო ჯავშნისას, ორშაბათიდან პარასკევი ჩათვლით.
3.4. ჯავშნის თარიღისა და დროის ცვლილება არ არის შესაძლებელი.
4. მომხმარებლის პასუხისმგებლობა
4.1. მომხმარებელი ვალდებულია გამოცხადდეს ჯავშნის დროს ზუსტად და გამოიყენოს კორტი წესებისა და უსაფრთხოების ნორმების დაცვით.
4.2. კორტზე თამაშისას მომხმარებელი სრულად არის პასუხისმგებელი საკუთარ ჯანმრთელობასა და უსაფრთხოებაზე.
4.3. საიტის მფლობელი არ იღებს პასუხისმგებლობას მომხმარებლის ფიზიკურ დაზიანებებზე, ნივთების დაკარგვაზე ან სხვა სახის ზიანზე, რომელიც შეიძლება წარმოიშვას თამაშის ან კორტზე ყოფნისას.
4.4. მომხმარებელი ვალდებულია გაუფრთხილდეს კორტის ინფრასტრუქტურას, ინვენტარსა და მოწყობილობებს. დაზიანების შემთხვევაში, მომხმარებელი ვალდებულია აუნაზღაუროს მიყენებული ზიანი სრული ოდენობით.
4.5. ჯავშნის დროზე დაგვიანების შემთხვევაში სერვისის დრო არ გახანგრძლივდება და გადახდილი თანხა არ ბრუნდება.
4.6. მომხმარებელი ვალდებულია გამოიყენოს სათანადო სპორტული ფეხსაცმელი და აღჭურვილობა, რათა არ დაზიანდეს კორტის საფარი და შემცირდეს ტრავმის რისკი.
5. პერსონალური მონაცემების დამუშავება
6. ინტელექტუალური საკუთრება
6.1. საიტზე განთავსებული ყველა მასალა (ტექსტი, სურათები, ლოგო, დიზაინი და სხვა კონტენტი) დაცულია საავტორო და ინტელექტუალური საკუთრების კანონმდებლობით.
6.2. მათი გამოყენება ნებადართულია მხოლოდ საიტის მფლობელის წერილობითი თანხმობით.
7. სამართლებრივი დებულებები
7.1. მოცემული პირობები რეგულირდება საქართველოს კანონმდებლობით.
7.2. ყველა დავა და უთანხმოება გადაწყდება მოლაპარაკების გზით, ხოლო შეთანხმების ვერ მიღწევის შემთხვევაში — საქართველოს შესაბამისი სასამართლოს მიერ.
8. ცვლილებები პირობებში
8.1. საიტის მფლობელს უფლება აქვს ნებისმიერ დროს შეცვალოს ან განაახლოს მოცემული პირობები წინასწარი გაფრთხილების გარეშე.
8.2. პირობების ბოლო ვერსია ყოველთვის ხელმისაწვდომია საიტზე.